Monday, 3 July 2017
დღე 9
დღეს დავამთავრეთ ცხრადღიანი მოღვაწეობა. ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლეთ, როგორიცაა: სასწავლო პროექტზე მუშაობა, მისი დაგეგმვა, გაწერა, მასალების შედგენა, დრაივზე და ბლოგზე ატვირთვა. ეს ტრენინგი ძალიან მომეწონა, რადგან ისეთი რამ ვისწავლე, რაც ჩემთვის ახალი იყო და შემეძლება რეალურად განვახორციელო და აქტიურად ჩავრთო ჩემი მომავალი პირველკლასელები და მათი მშობლები. ამის საშუალება კი ამ ტრენინგმა მომცა.
მადლობა ტრენერს საინტერესო, საქმიანი, ინფორმაციულად დატვირთული დღეებისთვის!
მადლობა ტრენერს საინტერესო, საქმიანი, ინფორმაციულად დატვირთული დღეებისთვის!
Tuesday, 27 June 2017
დღე 8
დღეს დავათვალიერეთ და გავეცანით მასალებს: მოდული 6 - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ვისაუბრეთ შეფასებაზე, ნათელ და მკაფიო ინსტრუქციებზე, ვნახეთ ჯგუფებში განაწილების ფორმები, გავეცანით ფასილიტაციას ტექნოლოგიების გამოყენებით. გეგმის შაბლონს დავუბრუნდით და შევავსეთ დარჩენილი ზოგიერთი საკითხი, მივედით დიფერენცირებულ საწავლებამდე.
Monday, 26 June 2017
დღე 7
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება.
. შეფასების სტრატეგიების განხილვა.
. მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა.
. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის განხილვა.
საინტერესოა შეფასების რუბრიკები თითოეული პროცედურისთვის(აქტივობისთვის). --- ეს მომეწონა და დამაინტერესა. ამავდროულად სახალისოცაა.

Friday, 23 June 2017
Wednesday, 21 June 2017
დღე 5
დღევანდელი დღე ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული იყო!!!
დღეს დავარღვევ ჩვეულ ტრადიციას და ბევრს ვერ დავწერ, რადგან სახლში ხვალისთვის პრეზენტაცია უნდა მოვასწრო და ცოტა პროცედურები დავამატო.
..................
დღეს დავარღვევ ჩვეულ ტრადიციას და ბევრს ვერ დავწერ, რადგან სახლში ხვალისთვის პრეზენტაცია უნდა მოვასწრო და ცოტა პროცედურები დავამატო.
..................
Monday, 19 June 2017
Saturday, 17 June 2017
დღე 4
დღეს ვისწავლეთ შეფასების მეთოდები და ინდიკატორები. გავეცანით და ჩვენი პროექტისთვის ავარჩიეთ 5 სტრატეგიიდან პროექტის დასაწყისისთვის, მსვლელობისთვის და დასრულებისთვის სამ-სამი მეთოდი თავისი ინდიკატორით. შესაბამისად მოკლე შინაარს დავწერთ სახლში ნიმუშების მიხედვით. ეს საკითხი საკმაოდ კარგად გასაგები იყო, რა თქმა უნდა ეს თქვენი დამსახურებაა, რომ ასე გარკვევით და საინტერესოდ ხსნით. მადლობა იმისთვის, რომ არც ერთ ჩვენს კითხვას არ ტოვებთ უპასუხოდ.
საჯაროდ ბევრის წერა არ მიყვარს, შესაბამისად რეფლექსია და საკუთარი მოსაზრებები დახურულ სივრცეში უმჯობესი იქნებოდა. ამიტომ ........
მადლობა დღევანდელი დღისთვის !
Friday, 16 June 2017
დღე 3
დღევანდელმა 4-მა საათმა ძალიან სწრაფად და საინტერესოდ გაიარა. როდესაც პირველად პროექტის შაბლონი ვნახე, ყველაფერი გაცილებით რთულად მომეჩვენა, მაგრამ ისე დეტალურად, საკმაოდ გასაგები ენით ხსნით, ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გვაძლევთ, რომ ყოველდღიურად უფრო მეტად გვარკვევთ და გვარწმუნებთ მის აუცილებლობაში.
დღეს საინტერესო იყო სტანდარტის მიხედვით მიზნების ფორმულირება, ეს საკითხი ფაქტიურად ნებისმიერი გაკვეთილისთვის შეიძლება გავითვალისწინოთ. ასევე მისი სწორად ჩამოყალიბების შემდეგ აქტივობების გაწერაც გამოდის. განსაკუთრებით ღრმად ჩასაფიქრებელი აღმოჩნდა მიმართულების მიმცემი კითხვები, თანაც პირველკლასელებისთვის. მართალია შევარჩიეთ ზოგადი კითხვა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არ მომწონს, მინდა უფრო ორიგინალური და ამავდროულად პირვლკლასელისთვის გასაგები იყოს, თუმცა ასეთი ჯერ ვერ მოვიფიქრე. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ წელს, როცა ამ პროექტს ნამდვილად რეალურად განვახორციელებ, ზოგად კითხვას აუცილებლად შევცვლი.
მადლობა საინტერესო დღისთვის !

Sunday, 11 June 2017
დღე 2
დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან პროდუქტიული იყო, რადგან ვისწავლე ის , რაც დიდი ხანია ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ეს არის ბლოგის შექმნა და ბლოგში მუშაობა, შესაბამისად ყველაზე კარგად ეს საკითხები დამამახსოვრდა. ვისწავლე ბუკლეტზე მუშაობა-კორექტირებაც. დღეს უკეთ გავერკვიე სასწავლო პროექტის არსში. იმედია მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
მადლობა საინტერესო დღისთვის !
Subscribe to:
Posts (Atom)