Friday, 16 June 2017

დღე 3

      დღევანდელმა 4-მა  საათმა ძალიან სწრაფად  და საინტერესოდ გაიარა. როდესაც პირველად პროექტის  შაბლონი ვნახე, ყველაფერი გაცილებით რთულად მომეჩვენა,  მაგრამ ისე დეტალურად, საკმაოდ გასაგები ენით ხსნით, ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს  გვაძლევთ, რომ ყოველდღიურად უფრო  მეტად გვარკვევთ და გვარწმუნებთ მის აუცილებლობაში.
       დღეს საინტერესო იყო  სტანდარტის მიხედვით მიზნების ფორმულირება, ეს საკითხი ფაქტიურად ნებისმიერი  გაკვეთილისთვის  შეიძლება გავითვალისწინოთ. ასევე მისი სწორად ჩამოყალიბების შემდეგ  აქტივობების გაწერაც გამოდის. განსაკუთრებით ღრმად  ჩასაფიქრებელი აღმოჩნდა მიმართულების მიმცემი კითხვები, თანაც პირველკლასელებისთვის. მართალია შევარჩიეთ ზოგადი კითხვა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არ მომწონს, მინდა უფრო ორიგინალური და ამავდროულად პირვლკლასელისთვის გასაგები იყოს, თუმცა ასეთი ჯერ ვერ მოვიფიქრე. იმედს ვიტოვებ, რომ  მომავალ წელს, როცა ამ პროექტს ნამდვილად რეალურად განვახორციელებ, ზოგად კითხვას აუცილებლად შევცვლი.
        მადლობა საინტერესო დღისთვის !

1 comment:

  1. დღევანდელ დღეს ჩვენ ტრენიგზე გავიარეთ საკითხები, რომლებიც თქვნე დაგეხმარებათ უკეთ ჩამოაყალიბოთ პროექტის იდეა, და გაწეროთ პროცედურები, მიზნების ჩამოყალიბება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია პროექტის განხორციელების დროს, ასევე მიმართულების მიცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. შემდეგში ეს დაგვეხმარება სწორად შევარჩიოთ შეფაების მეთოდები და სტრატეგიები.

    ReplyDelete